წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
30 დეკემბერს “ბარსელონამ” 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1931 წელი
ანტონი ოლივერის გადადგომის შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან კომა გახდა. მისი სამწლიანი მოღვაწეობა უტიტულო იყო, მაგრამ ამას მხოლოდ პრეზიდენტს ვერ დავაბრალებთ. სოციალური არასტაბილურობის გამო სტადიონზე დასწრებამ და კლუბის შემოსავლებმა იკლო. ფინანსური პრობლემების გამო “ბარსელონა” შეეგუა იმ ფაქტს, რომ 1932 წელს გუნდის ლეგენდა ჟოზეპ სამიტიერი “რეალ მადრიდში” გადავიდა.
1984 წელი
“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსამ” 3-2 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ხერარდომ, მიგელიმ და ესტებან ვიგომ გაიტანეს.
1999 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ჟან-კლერ ტოდიბო. 2018-2020 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 6 თამაში ჩაატარა. ტოდიბომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
2013 წელი
კატალონიის ნაკრებმა კაპე ვერდეს ნაკრები 4-1 დაამარცხა.
2015 წელი
ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 თამაში ჩაატარა და “ბეტისთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.
ტოდიბოს დაბრუნებაზე რა აზრის ხართ?
არ ყოფილა მთლად უვარგისი დღე. 13 თამაშში 9 მოგება, 2 ფრეც და 2 წაგებაც კარგი შედეგია.