წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
25 დეკემბერს “ბარსელონამ” 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 1 წააგეს.
1955 წელი
“ბარსელონამ” ბაზრობათა თასზე (ამჟამინდელი ევროპის ლიგა) ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა ქალაქ კოპენჰაგენის გუნდი 6-2 დაამარცხეს. მასპინძელთაგან გოლები არეტამ (2), ტეხადამ (2), ვილიავერდემ და კუბალამ გაიტანეს.
1970 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიგერიელი თავდამსხმელი ემანუელ ამუნიკე. 1996-2000 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 30 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამუნიკემ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1970 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა, რომელიც თამაშობდა სახელით Selecció Ciutat Barcelona “კამპ ნოუზე” სოფიის ცსკა-სთან შეხვედრა ჩაატარა. თამაშს, რომელიც უგოლოდ დასრულდა, 60 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. იმის გამო, რომ იმ დროს გუნდი ოფიციალურად “ბარსელონას” არ წარმოადგენდა, ფეხბურთელები კლუბის ვერც ფორმას და ვერც სახელს ვერ იყენებდნენ. იმ მატჩში მასპინძლებმა თეთრი ფორმებით ითამაშეს.
70-იანებში მაგარი "პრიჩოსკები" იყო მოდაში.