წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
19 ნოემბერს “ბარსელონამ” 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ლორან ბლანი. 1996/97 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 40 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ბლანმა კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
2005 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3-0 გაანადგურა. 2 გოლი რონალდინიომ გაიტანა, რომელიც მადრიდელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს, ერთხელ კი თავი სამუელ ეტო’ომ გამოიჩინა.
2005 წელი
"ბარსელონამ" "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3-0 გაანადგურა. 2 გოლი რონალდინიომ გაიტანა, რომელიც მადრიდელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს, ერთხელ კი თავი სამუელ ეტო'ომ გამოიჩინა.
ეტოოს კი პასი 30 ნომერმა ლეო მესიმ გაუკეთა, უფრო სწორედ ეტოომ წაართვა ლეოს ბურთი რომლის დარტყმასაც მესი კარებში აპირებდა.