ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

18 ნოემბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1900 წელი

სტადიონ “ოტელ კასანოვასზე” პირველი თამაში გაიმართა. “ბარსელონა” “ისპანიას” უგოლოდ დაუზავდა.

1916 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხოსე ბრავო. ის კატალონიურ გუნდში 1940-1947 წლებში თამაშობდა. ბრავომ “ბლაუგრანასთან” ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1926 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ესტანისლაუ ბასორა. ის “ბლაუგრანაში” 1946-1958 წლებში თამაშობდა. კატალონიურ გუნდში ბასორამ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი), 2 ლათინური თასი და 1 ბაზრობა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1930 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ელადიო სილვესტრე. ის “ბლაუგრანაში” 1962-1972 წლებში თამაშობდა. სილვესტრემ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1951 წელი

ლა ლიგაში “სელტასთან” 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლადისლაო კუბალამ 5 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 22:03

    2021 წელი.
    დე იონგი ზემლიაკთან კარგი ურთიერთობის გამო გასაყიდად შეამზადეს.