მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

13 ნოემბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს და 2 წააგეს.

1955 წელი

მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 1-2 დამარცხდა. კატალონიელები მეტოქეს ჯობდნენ, მაგრამ “რეალ მადრიდმა” მარკიტოსის მიერ 89-ე წუთზე სავარაუდოდ თამაშგარედან გატანილი გოლით მაინც მოიგო.

1997 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ბარსელონა” სტუმრად “ბილბაოსთან” 0-3 დამარცხდა.

ეს კატალონიური გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი იყო ყველა ტურნირზე. მანამდე “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსთან” 0-4 წააგო, შემდეგ კი ლა ლიგაში “ვალიადოლიდთან” 1-2 დამარცხდა.

მიუხედავად ნოემბრის რთული პერიოდისა, ლუი ვან გაალის გუნდმა 1997/98 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო და სამეფო თასიც.

2002 წელი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “გალათასარაი” 3-1 დაამარცხა.

კატალონიელთა მხრიდან გოლები დანიმ, ჟერარ ლოპესმა და ჯოვანიმ გაიტანეს, ხოლო სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი ჯიჰან ჰასპოლათლი იყო.

ამ გამარჯვებით ლუი ვან გაალის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 18 ქულით, ექვსი გამარჯვებით დაასრულა. UEFA-ს მონაცემებით, “ბარსელონა” გახდა მხოლოდ მეოთხე გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო.

ამავე მატჩში პირველი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ოლეგერ პრესასს. 22 წლის მცველი 86-ე წუთზე ფრანკ დე ბურის ნაცვლად შევიდა მოედანზე.

2003 წელი

სარაგოსაში დაიბადა სალმა პარალუელო, რომელიც მოგვიანებით “ბარსელონას” ქალთა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.

პარალუელო “ბარსელონას” 2022 წელს შეუერთდა და კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა, მათ შორის ქალთა ჩემპიონთა ლიგა.

2023 წელს მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. პარალუელო გამორჩეულია იმითაც, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17-წლამდელთა, 20-წლამდელთა და უფროსთა ნაკრებების დონეზე.

2010 წელი

“ვილიარეალთან” მოგებულ შეხვედრაში (3-1) დუბლის შესრულებით ლიონელ მესის ლა ლიგაში 98 გოლი დაუგროვდა. მან ლა ლიგაში “ბარსას” ყველა დროის ბომბარდირებში მანამდე მე-4 ადგილზე მყოფ მარიანო მარტინს გადაასწრო.

2019 წელი

“ბარსელონამ” სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში “კარტახენა” 2-0 დაამარცხა.

გოლები კარლეს პერესმა (64-ე წუთი) და ალეხანდრო მარკესმა (88-ე წუთი) გაიტანეს.

მატჩის მთავარი მიზანი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის სექტემბერში მურსიის რეგიონში მომხდარი ძლიერი წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დახმარებას მოხმარდა.

სანაკრებო პაუზის გამო ერნესტო ვალვერდემ შეხვედრაში პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ახალგაზრდებიც ათამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2021, 19:48

    2021 წელი.
    ბარსელონაში დანი ალვესი დაბრუნდა.