წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
8 ნოემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1942 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ლეს კორტსზე” “სელტა” 8-0 გაანადგურა. ხოსე ვალემ ჰეთ თრიქი შეასრულა, მარიანო მარტინმა და ხოსეპ ესკოლამ ორ-ორი გოლი გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში სტუმართა ფეხბურთელმა ტრუხილიომ ჩაჭრა.
ამ შეხვედრაში ესკოლამ “ბარსელონას” ისტორიაში ლა ლიგის მე-500 გოლიც გაიტანა. ეს კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ესპანეთის ჩემპიონატში.
1964 წელი
“რეალ მადრიდმა” ზედიზედ მე-5 “ელ კლასიკო” მოიგო, ამჯერად 4-1.
1975 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ პინტო. 2007-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 91 თამაში ჩაატარა. პინტომ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2008 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა, სამუელ ეტო’ომ კი პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. ეს იყო ლა ლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრა, რომელშიც “ბარსამ” მინიმუმ 4 გოლი გაიტანა.
ვიქტორ ვალდესისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-200 თამაში იყო.
2021 წელი
“კამპ ნოუზე” ჩავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
კლუბის ლეგენდას ტრიბუნებზე 9 422 გულშემატკივარი დახვდა. ჩავიმ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ერთად კონტრაქტს ხელი მოაწერა, გულშემატკივრებს მიმართა და პრესკონფერენცია გამართა.
ჩავი “ბარსელონაში” ფეხბურთელის კარიერის დასრულებიდან ექვსნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა. მისი დანიშვნა კლუბის სპორტულ კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იყო.




2021 წელი.
ჩავის პრეზენტაცია ბარსაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
როგორ მევასებოდა პინტო, პენალტების ეპიზოდში იყო მაგარი
ეტოის 4 გოლი მაგარი დრო იყო