მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

7 ნოემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს და 6 წააგეს.

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “გრანადა” 7-2 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (4), რიბამ (2) და სესარმა გაიტანეს.

1954 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რასინგი” 7-0 გაანადგურა. გოლები მორენომ (2), მანჩონმა, ვილიავერდემ, კუბალამ, გონსალვო III-მ და ტეხადამ გაიტანეს.

1982 წელი

რომის პაპმა, ივანე პავლე მეორემ “კამპ ნოუზე” წირვა ჩაატარა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომის პაპმა კატალონიაში წირვა ჩაატარა. ამ წირვას სტადიონზე 120 ათასი ადამიანი დაესწრო.

1986 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი უკრაინელი მცველი დმიტრო ჩიგრინსკი. 2009/10 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 14 თამაში ჩაატარა. ჩიგრინსკიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2025 წელი

“ბარსელონას” პირველმა გუნდმა მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ პირველად ჩაატარა განახლებულ “კამპ ნოუზე” გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში.

ისტორიულ ღონისძიებას 21 795 მაყურებელი დაესწრო. ეს მოხდა სტადიონზე ბოლო მატჩის ჩატარებიდან 895 დღის შემდეგ.

ჰანსი ფლიკის გუნდის ვარჯიში სტადიონის ხელახალი გახსნის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. კლუბმა ერთდროულად შეამოწმა ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობა.

ღონისძიებას საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდა: ბილეთებიდან მიღებული თანხა “ბარსელონას” ფონდის პროგრამას მოხმარდა, რომელიც მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 16:54

    2021 წელი.
    ჩავის სანაკრებო შეხვედრის გამო ძირითადის 4 ფეხბურთელი დარჩა.