წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
26 ოქტომბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1952 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “სარაგოსა” 5-1 დაამარცხა. სესარ როდრიგესმა სამი გოლი გაიტანა, თითო-თითო კი გილერმო ალდეკოამ და ესტანისლაუ ბასორამ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ძველი სტატისტიკური წყარო სესარს ოთხ გოლს უთვლის, თუმცა დაზუსტებული მონაცემებით, პირველი გოლი ალდეკოას ეკუთვნის.
1958 წელი
“კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 4-0 გაანადგურა. გოლები ევარისტომ (3) და ხუსტო ტეხადამ გაიტანეს. ეს “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” პირველი მოგებული “ელ კლასიკო” იყო.
1984 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი მცველი ადრიანო. 2010-2016 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 192 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ადრიანომ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1996 წელი
“ვალენსიასთან” 3-2 მოგებულ შეხვედრაში რონალდომ “ბარსელონას” მაისურით პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.
2001 წელი
დაიბადა პაუ ვიქტორი, “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც პირველ გუნდში 2024/25 წლების სეზონში თამაშობდა.
მან “ბარსელონას” მაისურით 25 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
2002 წელი
კარლეს პუიოლმა “ბარსელონას” პირველად უკაპიტნა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ “ალავესთან” 6-1 მოგებული შეხვედრის 71-ე წუთზე მოედნიდან ლუის ენრიკეც გასული იყო და ფილიპ კოკუც.
2013 წელი
ლა ლიგის საშინაო “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ნეიმარისა და ალექსის სანჩესის გოლებით 2-1 დაამარცხა. სანჩესის გოლი მე-3000 იყო, რომელიც “რეალ მადრიდმა” ლა ლიგაში გაუშვა.
2024 წელი
ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალ მადრიდი” 4-0 გაანადგურა.
რობერტ ლევანდოვსკიმ 54-ე და 56-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე ლამინ იამალმა გაიტანა, 84-ე წუთზე კი რაფინიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
17 წლისა და 105 დღის ლამინ იამალი “ბარსელონას” ისტორიაში კლასიკოში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ამ გამარჯვებით კატალონიელებმა ლა ლიგაში “რეალ მადრიდთან” უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს.
2025 წელი
“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდთან” 1-2 წააგო.
კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გოლებს კატალონიელებმა მხოლოდ ფერმინ ლოპესის გოლით უპასუხეს.
მეორე ტაიმში ვოიცეხ შჩესნიმ მბაპეს პენალტი აუღო, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში პედრიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.




სანჩესის გოლი არ მავიწყდება, ლეოსაც რო შეშურდებოდა ისეთი გამოვიდა. ვარანს და დიეგო ლოპესს ერთდროულად რო გადაუგდო თავზე.
კაი დრო იყო