წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
25 ოქტომბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1942 წელი
“ბეტისთან” 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარულმა სესარ როდრიგესმა “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლები გაიტანა. ლიონელ მესიმდე ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსას” საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ის იყო, 232 გატანილი გოლით.
1953 წელი
“ბარსელონა” სტუმრად “რეალ მადრიდთან” 0-5 განადგურდა. ალფრედო დი სტეფანომ და როკე ოლსენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. ეს დი სტეფანოს პირველი სეზონი იყო მადრიდულ გუნდში.
1959 წელი
ელენიო ერერას გაწვრთნილმა “ბარსელონამ” სტუმრად “ლას პალმასი” 8-0 გაანადგურა. ლუის სუარეს მირამონტესმა ჰეთ თრიქი შეასრულა.
ეს იყო ლა ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სტუმარმა გუნდმა რვაბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მოგვიანებით “ბარსელონამ” ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა: 2010 წელს “ალმერიასთან”, 2015 წელს “კორდობასთან” და 2016 წელს “დეპორტივოსთან”.
1970 წელი
მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” პედრო საბალსას ერთადერთ გოლით მოიგო.
1992 წელი
სტოიჩკოვის დუბლისა და ლაუდრუპის ერთი გოლით “ბარსელონამ” “ვალენსია” 3-0 დაამარცხა. რონალდ კუმანისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-100 თამაში იყო.
2008 წელი
პეპ გვარდიოლას “ბარსელონამ” “ალმერია” პირველ ტაიმში გატანილი გოლებით 5-0 გაანადგურა. სამუელ ეტო’ომ პირველი 24 წუთის განმავლობაში სამი გოლი გაიტანა და იმ დროისთვის კლუბის ისტორიაში ლა ლიგის ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეასრულა.
დანარჩენი ორი გოლი ტიერი ანრიმ და დანი ალვესმა გაიტანეს. ალვესისთვის ეს “ბარსას” მაისურით გატანილი სადებიუტო გოლი იყო.
2009 წელი
“ბარსელონამ” “სარაგოსა” 6-1 გაანადგურა. სეიდუ კეიტამ ჰეთ თრიქი შეასრულა, 2 გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, ხოლო ერთი მესიმ.
2011 წელი
“ბარსელონამ” “გრანადა” სტუმრად 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ჩავიმ 33-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ამ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში 392-ე მატჩი ჩაატარა და მიგელის (391 მატჩი) საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. ამავე შეხვედრაში ისააკ კუენკამ ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა.
2014 წელი
“ბარსელონას” შემადგენლობაში ლუის სუარესის დებიუტი შედგა. “რეალ მადრიდთან” თამაშში მან ნეიმარს საგოლე გადაცემა გაუკეთა, თუმცა “ბარსელონამ” შეხვედრა 1-3 წააგო.
2015 წელი
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც “ბარსელონაში” ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ლუის სუარესმა “ეიბართან” შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.
“ბარსელონა” მე-10 წუთზე ჩამორჩა, მაგრამ ურუგვაელის გოლებით (21-ე, 48-ე და 85-ე წუთებზე) 3-1 გაიმარჯვა.
2023 წელი
“შახტართან” გამართული შეხვედრა (2-1) “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგა მოგებული მე-200 თამაში გამოდგა.




აუცილებლად, ისააკი არავიზე ნაკლები არ არის ტოპებიდან.
იმ მატჩში დეპორთან სუამ 7 გოლში მიიღო მონაწილეობა. მგონი პოკერი და 3 ასისტი იყო
აქ შეიძლება არაფერ შუაშია მაგრამ გუნდში ისააკს ვისურვებდი. პს. უფრო დიდი პრობლემა მარჯვენა ფლანგზე გვაქვს მაგრამ ფორვარდი გვჭირდება, ნუ აგუეროს ტრამვების გამო ვერ ენდობა კაცი, დე იონგს რო ვუყურებ მეშინია რამე არ იტკინოს ისეთ მოძროაბებს აკეთებს