წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
24 ოქტომბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1938 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბელგიელი თავდამსხმელი ფერნან გოივარტსი. მან “ბლაუგრანაში” 1962-1965 წლებში ითამაშა, რის შემდეგაც “რეალ მადრიდში” გადავიდა. გოივარტსმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ფრედერიკ დეუ. 1999/2000 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 24 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1990 წელი
დაიბადა ილქაი გიუნდოგანი. ის “ბარსელონას” ღირსებას 2023/24 წლების სეზონში იცავდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა..
2004 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში “ოსასუნა” 3-0 დაამარცხა. სამუელ ეტოომ დუბლი შეასრულა, რონალდინიომ კი პენალტი გაიტანა. 72-ე წუთზე რონალდინიოს ნაცვლად მოედანზე 17 წლის ლიონელ მესი შევიდა. ეს არგენტინელის პირველი ოფიციალური მატჩი იყო “კამპ ნოუზე”. მისი ოფიციალური დებიუტი 8 დღით ადრე, “ესპანიოლთან” შედგა.
2007 წელი
გორგოლაჭებიან ჰოკეიში ესპანეთის სუპერ თასის თამაში გაიმართა, რომელშიც “ბარსელონა” “ალნიმარ რეუსს” დაუპირისპირდა. მეტოქე გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ “ბარსას” მეკარემ, ეგუროლამ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. კატალონიელები 0-2 მარცხდებოდნენ, როდესაც მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, შეტევაში ხან კარლიტოს ლოპესს ეთამაშა და ხანაც კონტრშეტევებზე უკეთ მოთამაშე დავიდ პაესს. ამ ტაქტიკამ გაამართლა და “ბარსელონამ” 4 წელიწადში სუპერ თასი მესამედ მოიგო, ამჯერად ანგარიშით 5-4.
2020 წელი
“ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” 1-3 დამარცხდა. მასპინძელთა ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე ანსუ ფატიმ გაიტანა. 17 წლისა და 359 დღის ასაკში ის კლასიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. ეს რეკორდი 2024 წლის 26 ოქტომბერს ლამინ იამალმა გააუმჯობესა, რომელმაც 17 წლისა და 105 დღის ასაკში გაიტანა.
2021 წელი
“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 1-2 წააგო. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა. ეს “ბარსელონას” მაისურით მისი ერთადერთი გოლი გამოდგა.




2020 წელი
რონალდ კუმანის "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" 1-3 დამარცხდა.
ჯერ უდარდია და მერე წაუმღერია, эх раз еще, раз. еше много много раз…