ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

13 ოქტომბერს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1867 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მიკელ ვალდეს პადრო. ის “ბლაუგრანაში” 1901-1902 წლებში თამაშობდა. პადრომ კატალონიურ გუნდში მაკაიას თასი მოიგო.

1957 წელი

ლა ლიგის გასვლით “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 0-3 დამარცხდა.

1999 წელი

კატალონიაში გამართული “ელ კლასიკო” 2-2 დასრულდა. “ბარსელონას” მხრიდან გოლები რივალდომ და ლუიშ ფიგუმ გაიტანეს. ეს “ბარსელონასთვის” ზედიზედ მე-5 წაუგებელი “ელ კლასიკო” იყო.

ლუის ენრიკესთვის ეს მატჩი “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2021, 16:16

    ციტატა: El pistolero 9
    ენრიკეს მწვრთნელსაც კი ძაან ეტყობა რამდენად არ ევასება მადრიდელები.


    მადრიდიდან კი გადმოვიდა ბარსაში და რა ვიცი, ეგრე შეაზიზღეს იქ თავი?

  • El pistolero 9
    schedule 13 ოქტ 2021, 11:54

    ენრიკეს მწვრთნელსაც კი ძაან ეტყობა რამდენად არ ევასება მადრიდელები.