მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

7 ოქტომბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.

1896 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ფილიპინელი ლეგენდარული თავდამსხმელი პაულინო ალკანტარა. 1912-1916 და 1918-1927 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 357 თამაში ჩაატარა და 367 გოლი გაიტანა. ალკანტარამ “ბარსელონაში” 10 კატალონიის თასი და 5 ესპანეთის თასი მოიგო.

1921 წელი

საკუთარ 25-ე დაბადების დღეზე პაულინო ალკანტარამ ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ესპანეთმა ბელგიას 2-0 მოუგო და ორივე გოლი “ბარსელონას” თავდამსხმელმა გაიტანა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით, ალკანტარამ ნაკრებში საბოლოოდ 5 შეხვედრაში 6 გოლი მოაგროვა.

1958 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხულიო ალბერტო. 1982-1991 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 301 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ალბერტომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1973 წელი

“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 0-0 დასრულდა.

1989 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” 3-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები კუმანმა (2) და სალინასმა გაიტანეს.

2012 წელი

“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 2-2 დასრულდა. ლიონელ მესიმ ლა ლიგის საშინაო შეხვედრებში თავისი 99-ე და მე-100 გოლები გაიტანა.

2019 წელი

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდში სამთვიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 16:41

    დაიბადა "ბარსელონას" ფილიპინელი ლეგენდარული თავდამსხმელი პაულინო ალკანტარა. 1912-1916 და 1918-1927 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 357 თამაში ჩაატარა და 367 გოლი გაიტანა. ალკანტარამ "ბარსელონაში" 10 კატალონიის თასი და 5 ესპანეთის თასი მოიგო.
    ეს ვინ გვყოლია, თითო თამაშში გოლზე მეტი? არა მგონია კიდევ ვინმე იყოს მსოფლიოში ასეთი პროდუქტიული.

  • azulgerana
    schedule 07 ოქტ 2021, 12:31

    ვიქტორ ვალდესი არ უნდა გაეშვათ