წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
6 ოქტომბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1905 წელი
“ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე არტურ ვიტი ჟოზეპ სოლერმა შეცვალა.
1957 წელი
“კამპ ნოუზე” გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ ხაენი” 6-1 გაანადგურა.
“კამპ ნოუზე” ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი რამონ ვილავერდემ გაიტანა. “ბარსელონას” მხრიდან ასევე გაიტანეს ხუსტო ტეხადამ ორჯერ, ლასლო კუბალამ და ეულოხიო მარტინესმა.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი კიკე ესტებარანსი. 1993/94 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ესტებარანსმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1965 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “უტრეხტი” 7-1 გაანადგურა. 5 გოლი სალდუამ გაიტანა.
1967 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი სერჟი ლოპეს სეგუ. 1988-1991 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 21 თამაში ჩაატარა. სერჟიმ კატალონიურ გუნდში 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1985 წელი
73 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნიკე ფერნანდესი.
1996 წელი
“ბარსელონას” აკადემიაში ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. მან 14 წლამდელთა B გუნდში ითამაშა.
2017 წელი
ანდრეს ინიესტამ “ბარსელონასთან” უვადო კონტრაქტი გააფორმა.
2019 წელი
ლა ლიგაში “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში (4-0) “ბარსელონას” მაისურით რონალდ არაუხოს დებიუტი შედგა. ურუგვაელმა მოედანზე გამოსვლიდან 15 წუთში წითელი ბარათი მიიღო.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კლუბის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა.
2024 წელი
ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” ლა ლიგაში სტუმრად “ალავესი” 3-0 დაამარცხა. სამივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა – მე-7, 22-ე და 32-ე წუთებზე. პოლონელმა ჰეთ-თრიკი მატჩის პირველივე 32 წუთში დაასრულა.
გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ლა ლიგის სათავეში “რეალ მადრიდთან” სამქულიანი უპირატესობა აღადგინა, ლევანდოვსკის კი ჩემპიონატის პირველ 9 ტურში უკვე 10 გოლი ჰქონდა.




ლა ლიგაში "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში (4-0) "ბარსელონას" მაისურით რონალდ არაუხოს დებიუტი შედგა. ურუგვაელმა მოედანზე გამოსვლიდან 15 წუთში წითელი ბარათი მიიღო.
ასეა ძლიერები ისეთი მონდომებით იწყებენ, რო ნერვებს ვეღარ თოკავენ. მესიც გააგდეს ნაკრების პირველ თამაშში თანაც შესვლიდან რამდენიმე წუთში.