ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

23 სექტემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1949 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ხუან მანუელ ასენსი. 1970-1981 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 397 თამაში ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა. ასენსიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა), 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1949 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ენრიკე კასტრო “კინი”. 1980-1985 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 141 თამაში ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა. კინიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1956 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 7-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები სუარესმა (4) და ტეხადამ (3) გაიტანეს.

1978 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 1-3 დამარცხდა.

1979 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 2-3 დამარცხდა.

1982 წელი

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა “ბარსელონა ბ-ს” სტადიონი “მინიესტადი” გახსნა. ორიარუსიანი არენა, რომელიც 15 276 გულშემატკივარს იტევდა, ჟოზეპ კასალსის მიერ იყო დაპროექტებული.

1994 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი კოლუმბიელი მცველი იერი მინა. 2017/18 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 7 თამაში ჩაატარა. მინამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

2017 წელი

“ჟირონასთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლუის სუარესმა და სერჟი რობერტომ ლა ლიგაში თავიანთი მე-100 თამაში ჩაატარეს. იმ მატჩში 1 გოლი სუარესმა გაიტანა, ორჯერ კი ბურთი საკუთარ კარში მეტოქემ ჩაჭრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 23 სექ 2021, 14:43

    ისე მინა რომ არ მდგარიყო ლევანტესთან არამგონია 5 გოლი გაგვეშვა და ლა ლიგას წაუგებლად მოვიგებდით

  • nika 54
    schedule 23 სექ 2021, 10:08

    ეს რუბრიკა "ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში" როდიდან დაიწყო, ძალიან მაინტერესებს. ერთი წელი რო შეუსრულდება მორჩება თუ გააგრძელებენ მაინც.