მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

15 სექტემბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1940 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ ამხანაგურ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-4 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ვამ (2), ვერგარამ, ვალემ და ბრავომ გაიტანეს.

1945 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ნარსის მარტი ფილოსია. 1966-1975 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 118 თამაში ჩატარა და 24 გოლი გაიტანა. ფილოსიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1951 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი იოჰან ნეესკენსი. 1974-1981 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 183 თამაში ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ნეესკენსმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო. 2006-2008 წლებში იოჰანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ფრანკ რაიკარდის თანაშემწე იყო.

1954 წელი

“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში კლუბებს ალფრედო დი სტეფანო უნდა “გაეყოთ”.

1974 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი სერბი თავდამსხმელი დრაგან ჩირიჩი. 1997-1999 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 42 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჩირიჩმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთს თასი მოიგო.

1978 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ისლანდიელი თავდამსხმელი ეიდურ გუდიონსენი. 2006-2009 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 114 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. გუდიონსენმა კატალონიურ გუნდში 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1982 წელი

თასების მფლობელთა თასზე “ბარსელონამ” ლიმასოლის “აპოლონი” 8-0 გაანადგურა. გოლები მარადონამ (3), შუსტერმა (2), ალეშანკომ, ურბანომ და მუნიოსმა გაიტანეს.

1991 წელი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ლუის მირო.

1996 წელი

“რასინგთან” 1-1 თამაშით “ნუევო სარდინეროზე” “ბარსელონას” მოუგებელი სერია 14 წლამდე გაიზარდა.

2014 წელი

“ბარსელონას” საწვრთნელი ბაზის მთავარ სავარჯიშო მოედანს ტიტო ვილანოვას სახელი ეწოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 15 სექ 2021, 13:33

    1954 წელი
    "ბარსელონასა" და "რეალს" შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში კლუბებს ალფრედო დი სტეფანო უნდა "გაეყოთ".
    არადა ბარსელონაში სათამაშოდ ჩამოვიდა. მადრიდმა კი არ დაარეგისტრირა რაღაც ემიგრაციული დარღვევები "აღმოუჩინა" და თვითონ რეალს გაუფორმეს. 4 წელი ზღაპარია, როგორც ოცნება, მთელი კარიერა რეალში გაატარა. და სწორედ მაშიმ მოიგო რეალმა ლიგა ზედიზედ 5-ჯერ.