წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
10 სექტემბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 2 ფრე დაასრულეს და 3 წააგეს.
1930 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხესუს გარაი. 1960-1965 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 126 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გარაიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.
1950 წელი
რუმინელ ნიკოლაე სიმატოცს, იგივე მიკლოშ სეგედის “ბარსელონაში” დაუვიწყარი დებიუტი ჰქონდა – “სოსიედადთან” 8-2 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 1 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 4 გოლი სესარმა გაიტანა, 2 ბასორამ, ხოლო ერთიც ალოიმ. სესარმა ამ მატჩში ლა ლიგაში თავისი 150-ე გოლი გაიტანა.
1958 წელი
სესარ როდრიგესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე დებიუტი ჰქონდა “კამპ ნოუს” 20 წლის გამომცხადებელს, მანელ ვიკს. ის ამ პოსტზე მომდევნო თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა და მხოლოდ 4 თამაში გამოტოვა.
1967 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჟორდი როურა. 1988-1991 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 14 თამაში ჩაატარა. როურამ კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. 2012/13 წლების სეზონში როურა “ბარსას” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას თანაშემწე იყო.
ჰო ეს მაგარი კომენტატორი იყო
2021
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლივიის წინააღმდეგ ჰეთტრიკი შეასრულა და ლეგენდარული პელეს რეკორდი გააუმჯობესა. მესის 79 გოლი აქვს პელეს 77 დარჩა.
(იმედია ეხლა ვიღაცა არ მკითხავს რა უნდა პსჟ-ს ფეხბურთელის ნიუსს ბარსას საიტზეო)