ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ივლისს მოხდა.

თამაშები

5 ივლისს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.

1927 წელი

“ბარსელონას” ლეგენდამ, პაულინო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

1962 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რობერტ ფერნანდესი. 1986-1990 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 195 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. ფერნანდესმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1983 წელი

63 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ენეს ვაისვაილერი.

1984 წელი

“ბარსელონაში” გატარებული 2 წლის შემდეგ დიეგო მარადონა “ნაპოლისთან” კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრინდა.

1993 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთელი ლუკა ცინდრიჩი.

2000 წელი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რეალ მადრიდის” პრეზიდენტობის კანდიდატი ფლორენტინო პერესი პირობას დებდა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გუნდში “ბარსელონას” ვარსკვლავს, ლუიშ ფიგუს მიიყვანდა.

2012 წელი

“ბარსელონაში” კლუბის აღზრდილისა და “ვალენსიადან” დაბრუნებული მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას პრეზენტაცია გაიმართა.

2019 წელი

“კამპ ნოუზე” ფრენკი დე იონგის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 20 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward