წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 ივნისს მოხდა.
თამაშები
21 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
1933 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ტანმოვარჯიშე ჟოაკინ ბლუმე (სურათზე). 1956 და 1960 წლებში ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ესპანეთმა ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ბლუმე ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 1959 წლის 29 აპრილს მისი თვითმფრინავი კანარის კუნძულების სიახლოვეს ჩამოვარდა და ვერავინ გადარჩა. თვითმფრინავში იმყოფებოდა მისი ორსული მეუღლე და შვილიც.
1936 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” ანგარიშით 1-2 დამარცხდა “რეალ მადრიდთან“, რომლის კარში “ბარსას” ყოფილი მეკარე რიკარდო სამორა იდგა. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ესკოლამ გაიტანა.
1942 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “ბილბაო” დამატებითი ტაიმების წყალობით 4-3 დაამარცხა და ეს ტურნირი მეცხრედ მოიგო.
1953 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “ბილბაო” 2-1 დაამარცხა და ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო. კატალონიელთა მხრიდან გოლები კუბალამ და მანჩონმა გაიტანეს.
1959 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “გრანადა” 4-1 დაამარცხა და ეს ტურნირი მეთოთხმეტედ მოიგო. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში კატალონიელთაგან გოლები ეულოხიო მარტინესმა, კოჩიშმა (2) და ტეხადამ გაიტანეს.
1989 წელი
“ბარსელონაში” 3 წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ გარი ლინეკერი სამშობლოში დაბრუნდა. ის “ტოტენჰემს” 1.1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.
2003 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯოვანა კეიროში.
2007 წელი
პეპ გვარდიოლა “ბარსელონა ბ-ს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
2007 წელი
პეპ გვარდიოლა "ბარსელონა ბ-ს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ეს იყო ბარსას აღორძინების დასაწყისი.