ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 ივნისს მოხდა.

თამაშები

12 ივნისს “ბარსელონას” 6-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.

1963 წელი

პელემ “კამპ ნოუზე” ბოლოჯერ ითამაშა. მისი “სანტოსი“, რომელიც იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, 0-2 დამარცხდა. “ბარსელონას” მხრიდან გოლები პერედამ და საბალიამ გაიტანეს.

1992 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო. 2018-2021 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 106 თამაში ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. კოუტინიომ “ბარსელონაში” 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 12 ივნ 2021, 18:08

    პელესაც ევროპაში უნდა ეთამაშა და ნაკლებ კითხვის ნიშანს დატოვებდა

  • nika 54
    schedule 12 ივნ 2021, 15:49

    ანუ, სანამ იგებდა სანტოსი ჩამოდიოდა პელე ბარსელონაში და რო წააგო აღარ მოუხედია აქეთ?

  • GiorgiGabe99
    schedule 12 ივნ 2021, 12:40

    ეჰ კოუ როგორი იმედი მქონდა რო დაბრუნების მერე მაინც დაიბრუნებდა ძველ ფორმას cry