ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 მაისს მოხდა.

თამაშები

23 მაისს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1948 წელი

ისტორიკოსის (Torneo Historicos) ამხანაგურ ტურნირზე “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ამორესმა გაიტანა.

1972 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ლუის ბრუ.

1975 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ. 1996-2001 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 36 თამაში ჩაატარა. არნაუმ კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1987 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები გარი ლინეკერმა და რობერტო ფერნანდესმა გაიტანეს.

2005 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი სიგფრიდ გრასია.

2009 წელი

“ოსასუნასთან” საკუთარ კედლებში 0-1 წაგებულ მატჩში 17 წლისა და 57 დღის მარკ მუნიესას დებიუტი შედგა. ცენტრალური მცველი “ბარსას” ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. იმავე მატჩში მუნიესამ წითელი ბარათიც მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 23 მაი 2021, 14:14

    ძაან ნეგატიური დღეა

  • nika 54
    schedule 23 მაი 2021, 13:09

    2009 წელი
    "ოსასუნასთან" საკუთარ კედლებში 0-1 წაგებულ მატჩში 17 წლისა და 57 დღის მარკ მუნიესას დებიუტი შედგა. ცენტრალური მცველი "ბარსას" ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. იმავე მატჩში მუნიესამ წითელი ბარათიც მიიღო.
    რა მოხდა ლეომაც სადებიუტო მატჩში მიიღო წითელი, შესვლიდან 2 წუთში. არგენტინის ნაკრებში.