წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 მაისს მოხდა.
თამაშები
12 მაისს “ბარსელონას” 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1957 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, “რეალ მადრიდმა” და “ბარსელონამ” 2-2 ითამაშეს. სტუმართან გოლები ბასორამ და კუბალამ გაიტანეს.
1982 წელი
თასების მფლობელთა თასის ფინალი “კამპ ნოუზე” გაიმართა. “ბარსელონამ” ლიეჟის “სტანდარდი” 2-1 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.
1997 წელი
როტერდამში თასების მფლობელთა თასის ფინალის სათამაშოდ “ბარსელონას” გაფრენა 4 საათით გადაიდო, რისი მიზეზიც ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება გახდა.
1997 წელი
დაიბადა ფრენკი დე იონგი.
2015 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “ბაიერნთან” 2-3 დამარცხდა, მაგრამ კატალონიელებმა 2 თამაშის ჯამში 5-3 მოიგეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მას მერე რაც იქ 2-1 გახდა ჩვენ სასარგებლოდ ბაიერნს კიდევ 5 გოლი ჭირდებოდა. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ხელი არ ჩაუქნევიათ და მაინც მოგვიგეს. თუმცა მსნ-ი ისეთ ფორმაში იყო ნებისმიერ მომენტში შეეძლო დამატება.
ბაიერნს ალიანს არენაზეც ძაან მაგრად ვეთამაშეთ. მომენტები ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ თორე იქაც შეგვეძლო მოგება. ლუჩოს ბარსამ პეპის ბაიერნი ორივე მატჩში დაჩაგრა იმ წელს
მაგწელს იყო შანსი რომ კლასიკო ყოფილიყო ფინალი , რომც გასულიყო ის რეალი მაინც ბურთს გადაახევდა ის ბარსელონა მაგრამ კლასიკო მაინც იქნებოდა