ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 აპრილს მოხდა.

თამაშები

27 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1952 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად, “ბარსელონამ” “მალაგა” 7-0 გაანადგურა. 3 გოლი კუბალამ გაიტანა, ხოლო 2-2 სესარმა და ვილამ.

1958 წელი

ლა ლიგის გასვლით მატჩში “ოსასუნასთან” 1-2 წაგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ელენიო ერერას დებიუტი შედგა.

1960 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩიც წააგო, ისევ 1-3, ამჯერად “კამპ ნოუზე”.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ისააკ კუენკა. 2010-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 33 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. კუენკამ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

2011 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა.

2012 წელი

პეპ გვარდიოლამ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებდა. იმავე პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ გვარდიოლას მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა შეცვლიდა.

2014 წელი

ტიტო ვილანოვას გარდაცვალებიდან ორ დღეში “ბარსელონა” “ვილიარეალს” ეწვია. 65-ე წუთზე სტუმრები 0-2 აგებდნენ, მაგრამ მათ 3-2 მოგება და ტიტოსთვის გამარჯვების მიძღვნა მაინც მოახერხეს. გაბრიელ პაულისტამ და მუსაჩომ ავტოგოლები გაიტანეს, წერტილი კი შეხვედრას მესიმ დაუსვა.

2018 წელი

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებდა.

2019 წელი

ლეო მესიმ მე-10 და კაპიტნის რანგში პირველი ლა ლიგა მოიგო.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2021, 14:19

    2011 წელი
    ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.
    მადრიდელების სახე ნახე, როგორი დაჩმორებულები არიან.

  • M10 S9 D11
    schedule 27 აპრ 2021, 13:13

    ერთი ეგეთი სოლო გოლი კიდე უნდა გათხარო რეალს ლომო

  • Moriba
    schedule 27 აპრ 2021, 12:41

    💥 ზუსტად 10 წლის წინ

    2…3…4 wonderful wonderful wonderful hahaha how good is he?