წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 აპრილს მოხდა.
თამაშები
23 აპრილს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1956 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი კანიტო. 1979-81 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 38 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. კანიტომ კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.
2002 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” საკუთარ მოედანზე 0-2 დამარცხდა.
2013 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” მიუნხენის “ბაინერთან” 0-4 განადგურდა.
2014 წელი
FIFA-ს მიერ “ბარსელონასთვის” დადებულმა სატრანსფერო ბანმა ერთი სატრანსფერო ფანჯრით გადაიწია.
2016 წელი
“ბარსელონამ” “სპორტინგი” 6-0 გაანადგურა, ლუის სუარესმა კი პოკერი (4 გოლი) ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა.
2017 წელი
“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 3-2 მოიგო, ლეო მესიმ კი “ბლაუგრანას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა, რომელიც ისტორიული ჟესტით აღნიშნა.
თავიდან მაგარი ცუდი დღე იყო და ბოლოს გამოსწორდა.რეალთან მე-500 იყო ძაან მაგარი ამბავი
მესის თამაში როგორ მახსოვს❤️❤️❤️❤️🙌🙌 დღეს როცა რეალი და ბერნაბეუ ჩააადუმაააა🤫
2000 წელი
ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებისა და ტრავმების გამო "ბარსელონამ" ესპანეთის თასზე "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ მოთამაშეების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა, რის გამოც კატალონიური კლუბი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ანუ წაგება ჩაგვეთვალა? თუ გაგვაგდეს ვაბშე თასიდან.