ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 აპრილს მოხდა.

თამაშები

22 აპრილს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს და 5 წააგეს.

1962 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველი მატჩის 1-0 მოგების შემდეგ “ბარსამ” “რეალ მადრიდთან” 1-3 წააგო და კატალონიური გუნდი ტურნირს გამოეთიშა.

1967 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხუან კარლოს უნსუე, 1988-1990 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 9 თამაში ჩაატარა. უნსუემ კატალონიურ გუნდთან ერთად 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1977 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი. 2005/06 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 38 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად ვან ბომელმა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1982 წელი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო ბლანკო.

1984 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” 5-2 დაამარცხა. ეს ესპანეთის ჩემპიონატში დიეგო მარადონასთვის “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული ბოლო თამაში გამოდგა.

ეს მატჩი “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-800 მოგება იყო.

1989 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე იასპერ სილესენი. 2016-2019 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 34 თამაში ჩაატარა. სილესენმა კატალონიურ კლუბთან ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ჩავი
    schedule 22 აპრ 2021, 14:28

    გოგიბერიძე,
    დიახ

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2021, 14:25

    კიდევ ერთი ისე რა დღე, თუ არ ჩავთვლით რომ ამ დღეს მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი ვლადიმირ ლენინი დაიბადა, რომელიც აგერ მალე ასე წელი ხდება ისევ დაუმარხავი უგდია დიდ რუსეთს მოსკოვის მთავარ მოედანზე.

  • გოგიბერიძე
    schedule 22 აპრ 2021, 13:25

    სიკესენი კიდევ ვალენსიაშია?