წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 აპრილს მოხდა.
თამაშები
21 აპრილს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1935 წელი
ზედიზედ 7 მოუგებელი “ელ კლასიკოს” შემდეგ “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” “ლეს კორტსზე” 5-0 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტი ვენტოლრამ (4) და ჟოზეპ ესკოლამ გაიტანეს.
ამ მატჩში “ბარსამ” ლა ლიგაში თავისი მე-300 გოლი გაიტანა.
1946 წელი
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “სევილიასთან” სტუმრად ანგარიშით 0-8 განადგურდა.
1957 წელი
“ბარსელონამ” “ლეს კორტსზე” ბოლო თამაში ჩაატარა. “სევილიასთან გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა, რის გამოც ჩემპიონთა თასზე (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) “სევილია” გავიდა, ხოლო ბაზრობათა თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) “ბარსელონა”. თამაშის ბოლო გოლი ლადისლაო კუბალამ გაიტანა და ის აღმოჩნდა “ლეს კორტსზე” გატანილი ბოლო გოლის ავტორიც.
1960 წელი
ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” მადრიდში 1-3 დამარცხდა.
2012 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-2 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა.
ამ მატჩში პედრომ ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.
2018 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “სევილიასთან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ “ბარსელონას” მაისურით თავისი ბოლო გოლი გაიტანა.
ლეგენდა 🎩🎩🎩🎩🎩🎩მაესტრო
2018 წელი
ესპანეთის თასის ფინალში "სევილიასთან" 5-0 მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით თავისი ბოლო გოლი გაიტანა.
თან რა გოლი, და თან რა პასი ასევე მაესტროსგან.