წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 აპრილს მოხდა.
თამაშები
18 აპრილს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1926 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-1 გაანადგურა. გოლები სამიტიერმა (4) და პიერამ გაიტანეს.
1982 წელი
ლა ლიგის გასვლით მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი კინიმ გაიტანა.
1992 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალბასეტე” 7-1 გაანადგურა. გოლები სტოიჩკოვმა (4), ბაკერომ (2) და კუმანმა გაიტანეს.
2000 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ჩელსი” 5-1 გაანადგურა (3-1 ძირითად დროში და 2-0 დამატებით ტაიმებში). გოლები რივალდომ (2), ფიგუმ, დანიმ და კლუივერტმა გაიტანეს.
2004 წელი
“მალაგასთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ხავიერ სავიოლამ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა და საიუბილეო მატჩი გოლითაც აღნიშნა. ეს შეხვედრა ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით მე-200 გამოდგა ფილიპ კოკუსთვის.
2007 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში ლიონელ მესიმ “ხეტაფეს” კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო.
2015 წელი
ლა ლიგაში “ვალენსიასთან” შინ 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-400 გოლი გაიტანა.
nika 54,
თან დღეს 18 აპრილია🤷♂️🤷♂️
20 აპრილს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
დღეს რა რიცხვია.
მესი რა გენიოსია ♥♥♥