ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 აპრილს მოხდა.

თამაშები

8 აპრილს “ბარსელონას” 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1901 წელი

კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” “ფრანკო-ესპანიოლი” 14-0 გაანადგურა. 8 გოლი ჟოან გამპერმა გაიტანა, 3 პარსონმა, 2 ბლეკმა და ერთიც ვიტიმ.

1962 წელი

ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” “ბასკონია” 10-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები პერედამ (3), სზალაიმ (2), ვერგესმა (2), პაისმა, სალდუამ და საბალიამ გაიტანეს.

1978 წელი

“ბურგოსთან” შინ 3-0 მოგებულ შეხვედრაში რინუს მიხელსმა “ბარსელონას” ლა ლიგაში მეორასედ უთავკაცა.

2001 წელი

6 დღიან მონაკვეთში “ბარსელონამ” ლა ლიგაში ანგარიშით 4-4 ორჯერ ითამაშა. პირველად ეს 8 აპრილს, “ვილიარეალთან” სტუმრად მოხდა. მე-20 წუთზე კატალონიელები 0-3 აგებდნენ, მე-60 წუთზე ანგარიში 3-3 იყო. 65-ე წუთზე მასპინძლები კვლავ წინ გავიდნენ, მაგრამ “ბარსამ” 89-ეზე გაათანაბრა. სტუმართაგან გოლები პატრიკ კლუივერტმა (3) და რივალდომ გაიტანეს. კლუივერტისთვის ეს “ბარსელონაში” შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი იყო.

2009 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” მიუნხენის “ბაიერნი” 4-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ეტო’ომ და ანრიმ გაიტანეს.

2026 წელი

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0-2 წგებული შეხვედრის 70-ე წუთზე გაშვებული გოლი “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-400 გამოდგა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2021, 21:58

    კიდევ ბარსელონელ გრიზმანს ამ დღეს 3 შვილი ყავს სხვადასხვა წლებში.

  • El pistolero 9
    schedule 08 აპრ 2021, 14:05

    2009 ში რა მაგარი გუნდი გვყავდაა