წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 მარტს მოხდა.
თამაშები
31 მარტს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1924 წელი
ესპანეთის თასის გასვლით მატჩში “ბარსელონამ” “სტადიუმ სარაგოსა” 9-0 გაანადგურა. გოლები ალკანტარამ (3), საგი-ბარბამ (2), გრასიამ (2) და სამიტიერმა (2) გაიტანეს.
1930 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდში, “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-5 განადგურდა, თუმცა კატალონიელებმა გათამაშება მე-2 ადგილზე დაასრულეს, ხოლო მადრიდელებმა – მეხუთეზე.
1947 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ალფონსო ნავარომ (2) და ხოსე ბრავომ გაიტანეს.
1964 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-2 დამარცხდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი სალდუამ გაიტანა.
1975 წელი
ლა ლიგის საშინაო მატჩში “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” 4-1 დაამარცხა. იოჰან კრუიფისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 50-ე თამაში გამოდგა.
1988 წელი
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “სოსიედადი” ალეშანკოს ერთადერთი გოლით დაამარცხა და ტიტულს 21-ედ დაეუფლა.
2013 წელი
ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ცხრამეტივე გუნდს ზედიზედ გაუტანა. ეს შედეგი “სელტასთან” 2-2 დასრულებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.
ცხრამეტივე გუნდს ზედიზედ, რა გოუთი ხარ ლეოო❤💙
ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ცხრამეტივე გუნდს ზედიზედ გაუტანა. ეს შედეგი "სელტასთან" 2-2 დასრულებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.
წარმოგიდგენიათ, რაებს აკეთებდა, და კიდევ რო ცდილობს დონეზე დარჩენას.
Beso Dvali,
ნეტა ყველა მადრიდისტა ვინც აქ შემოდის შენნაირი იყოს
ძალიან კარგად მახსოვ, როგორ უტანდა ყველას მიყოლებით. როგორც იტყვიან, კალბასი და მისი ჩეკი.
მესი ყველგან და ყველაფერში მესია❤️
Eh rakai adminebi gkavt tkven aba halaze jer tveshi ertxel tu dadeben statias da isic zgaprebs. Me realis fansac ki dzaan miswordeba am saitze shemosvla da siaxleebis wakitxva
ლეო რა გოათია