ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 მარტს მოხდა.

თამაშები

28 მარტს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1909 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე (1930-36, 1939-41) და მწვრთნელი (1941-1944) ხუან ხოსე ნოგესი. “ბლაუგრანას” მაისურით მან 148 თამაში ჩაატარა.

1909 წელი

გალენოსთან” 4-0 მოგებით “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონი გახდა. გოლები კირანტემ (2), უაითმა და უოლასმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

1940 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ლუის კუბილია. 1961-1964 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1948 წელი

ლა ლიგის საშინაო თამაშში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” დერბიში 5-1 გაანადგურა. გოლები სესარმა (4) და სეგერმა გაიტანეს. ამ მატჩში სესარმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

1954 წელი

კამპ ნოუს” მშენებლობა დაიწყო. ქალაქისთვის მანამდე არნახული მასშტაბის მშენებლობა 1950 წელს დაანონსდა, მაგრამ კლუბის წევრებს თანხის შესაგროვებლად 4 წელი დასჭირდათ.

66 მილიონ პესეტად შეფასებული შენობის არქიტექტორი ჟოზეპ სოტერას მაური და ფრანსესკ მიტიანს მირო იყვნენ.

მშენებლობა 1957 წლის სექტემბერში დასრულდა და მას თავდაპირველად განსაზღვრული ბიუჯეტის 336% დასჭირდა.

1954 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოვიედო” 9-0 გაანადგურა. გოლები ტეხადამ (2), ბასორამ (2), კუბალამ (2), დურომ, მორენომ და მარისტანიმ გაიტანეს.

2012 წელი

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “სან სიროზე” “მილანთან” გამართული შეხვედრა (0-0) კარლეს პუილისთვის “ბარსელონას” მაისურით 549-ე გამოდგა და ის მე-2 ადგილზე მყოფ მიგელის გაუთანაბრდა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 28 მარ 2024, 20:53

    3 წლის წინაც დამიწერია კომენტარი თურმე.

  • nika 54
    schedule 28 მარ 2024, 16:31

    ეს გვერდი უკვე წაკითხულის გამეორებაა?

  • Rick Sanchez
    schedule 28 მარ 2024, 16:04

    ამ რუბრიკის განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად ხო იმედია

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 14:34

    ჩემ დაბადების წელს უმუშავიათ კარგად.

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 00:02

    ბასქუ10,
    აბა!!!სახურავიდან წყალი ჩამოდის ისეთ დღეშია სტადიონიო

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 23:08

    ციტატა: Always cule
    კამპ ნოუს მშენებლობა რო დაწყებულა იმითაა გამორჩეული


    ახლა მთავარია ფული მოიგდოს ლაპორტამ ხელსი და კარგი რესტავრაცია ჩაუტაროს და უფრო ლამაზი და კარგი ატმოსფერო შექმნას

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 20:46

    ბართოც გვპირდებოდა წლების წინ კამპ ნოუს რესტავრაციას, მაგრამ ჩაგვიტარა ტრიუკი და დაგვტოვა გაღიმებული.

  • Always cule
    schedule 28 მარ 2021, 18:02

    კამპ ნოუს მშენებლობა რო დაწყებულა იმითაა გამორჩეული

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 17:48

    ♥💙♥💙

  • Bobi
    schedule 28 მარ 2021, 13:25

    სერიოზული თარიღი ყოფილა, კამპ ნოუს მშენებლობა დღეს დაწყებულა