წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 მარტს მოხდა.
თამაშები
26 მარტს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1916 წელი
ესპანეთის თასზე “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გამართული პირველი შეხვედრა კატალონიელებმა 2-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები ალკანტარამ და მარტინესმა გაიტანეს.
1922 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1961) ენრიკე ორისაოლა. ის “ბლაუგრანაში” მხოლოდ 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.
1933 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონამ” და “რასინგმა” 4-4 ითამაშეს. კატალონიელებმა ის გათამაშება მე-4 ადგილზე დაასრულეს.
1962 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 2-3 დამარცხდა. კატალონიელები 0-3 მარცხდებოდნენ, მე-80 და 89-ე წუთებზე კი 2 ბურთი ლუის სუარესმა და კუბალამ გაქვითეს.
1962 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ლუის ლოპეს რეკარტე. 1988-1991 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 86 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რეკარტემ “ბარსელონაში” თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის თასი და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1983 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სეზონის მეორე “ელ კლასიკოშიც” დაამარცხა. “კამ ნოუზე” 2-1 მოგებულ შეხვედრაში მასპინძელთაგან გოლები მარადონამ და პერიკო ალონსომ გაიტანეს.
1995 წელი
85 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ალეხანდრო მორერო სოტო.
2010 წელი
იოჰან კრუიფი “ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტად დასახელდა.
2014 წელი
“სელტასთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესმა მძიმე ტრავმა მიიღო. ეს “ბარსელონაში” მისი ბოლო თამაში გამოდგა.
ეეჰ ვინ იცის ვალდესი რო გვყოლოდა ლიგაზე ატლეტიკოსთან პინტოს მაგივრად არ წაგვეგო ნახევარ ფინალში
ბასქუ10,
იმედია შვილი დაემსგავსება ცოტათი მაინც
არც ისე კარგი დღე ყოფილა
"სელტასთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესმა მძიმე ტრავმა მიიღო. ეს "ბარსელონაში" მისი ბოლო თამაში გამოდგა.
ოღონდ, უკვე გადაწყვეტილი ქონდა წასვლა და ამ ტრავმის გამო არ წასულა, სეზონის დამთავრებას ელოდებოდა.
💙❤💙❤💙❤
ერთი კრუიფისნაირი მოაზროვნე კაცი დახატავს ახლა ბარსელონას თუმცა მსგავსი ადამიანი ალბათ არ მოიძებნება
ვალდესისთვის არ იქნებოდა ბოლო, მაგრამ თვითონ ქონდა გადაწყვეტილი მანამდე წასვლა და ეს ტრავმა დაემთხვა. ტიპმა დატოვა ბარსა, რომელიც დაფრინავდა და სხვა გამოწვევები მინდაო. მომავალ წელს ბარსამ ლიგა მოიგო, ეს კი წავიდა მანჩესტერში, სადაც თუ სწორად მახსოვს 2 თუ 3 თამაში ჩაატარა. მერე იქედანაც მოუწია აბარგება და სტანდარტში და მიდლსბროში ითამაშა რამოდენიმე თამაში. ასე სულელურად დაასრულა კარიერა. სად სტანდარტი და მიდლსბრო და სად მაშინდელი ბარსა.