მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 მარტს მოხდა.

თამაშები

5 მარტს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1916 წელი

“ინდუსტრიაზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ვინიალსმა (2) და მარტინესმა გაიტანეს.

1933 წელი

ჟოზეპ სამიტიერმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და “რეალ მადრიდმა” “ბარსელონა” 2-1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ლუის რეგეირომ გაიტანა.

1953 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2000-2001) ლორენსო სერა ფერერი.

1958 წელი

ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” ლონდონის ნაკრებთან 2-2 ითამაშა.

1986 წელი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა თასის მაშინდელი გამარჯვებული “იუვენტუსი” 1/4 ფინალის პირველ მატჩში “კამპ ნოუზე” 1-0 დაამარცხა. თამაშს 120 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც დღემდე სტადიონის რეკორდად რჩება.

1991 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ყოფილი კაპიტანი ვიკი ლოსადა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 23:07

    ის 1 წაგება რო არა რეალთან ძაან მაგარი დღე გამოდიოდა

  • ბასქუ10
    schedule 05 მარ 2021, 19:06

    რეალთან მაინც არ წაეგოთ

  • Bobi
    schedule 05 მარ 2021, 16:39

    ისე ვაკვირდები და დღე არ გავა რო კლასიკო არ იყოს ჩატარებული 😁💙❤️

  • nika 54
    schedule 05 მარ 2021, 12:28

    1933 წელი
    ჟოზეპ სამიტიერმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და "რეალმა" "ბარსელონა" 2-1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ლუის რეგეირომ გაიტანა.
    ეს სამიტიერი ბარსას ლეგენდა მეგონა, თასზე ყველაზე მეტი გატანილი გოლით და ეს თურმე მოღალატე ყოფილა.

  • El pistolero 9
    schedule 05 მარ 2021, 11:34

    ერთი წაგება გვაქ ამ დღეს და ისიც რეალთან წავაგეთ😡😡თან ყოფილი ფეხბურთელის დუბლით😡😡

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 11:25

    კოპას ფინალი 17 აპრილს ყოფილა.
    ბილბაოს ჯერ შარშანდელი ფინალი აქვს 3 აპრილს სოსიედადთან, მერე ჩვენთან. ისე არ მოხდეს 2 კურდღლის მდევარს, რომ დაემართა.