ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 21 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 21 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 იანვარს მოხდა.

თამაშები

21 იანვარს “ბარსელონამ” 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 14 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1901 წელი

დაიბადა ლეგენდარული მეკარე რიკარდო სამორა (სურათზე), რომელიც “ბარსელონაში” 1919-1922 წლებში თამაშობდა. მან კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი და კატალონიის 3 ჩემპიონატი მოიგო.

1918 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1964-1965) ვისენტე სასოტი.

1946 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე მიგელ რეინა. 1966-1973 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 111 თამაში ჩაატარა. რეინამ “ბარსელონაში” 2-ჯერ ესპანეთის თასი და ერთხელ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1962 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” “კამპ ნოუზე” 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ევარისტომ (2) და კოჩიშმა გაიტანეს. ეს ლა ლიგის ისტორიაში 5500-ე თამაში იყო.

1964 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო სერნა. 1988-1992 წლებში მან “ბლაუგრანაში” 133 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რიკარდომ კატალონიურ კლუბში ლა ლიგა (2), ესპანეთის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, ჩემპიონთა თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.

2004 წელი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსსელონას” ყოფილი მეკარე (1942-1956) ხუან სამბუდიო ველასკო.

2018 წელი

კიკე სეტიენის “ბეტისთან” სტუმრად გამართული შეხვედრის ერთ ტაიმში “ბარსამ” 5 გოლი გაიტანა და 5-0 მოიგო.

2025 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე “ბენფიკასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 5-4 მოიგო. კატალონიელები 30-ე წუთზე 1-3, ხოლო 68-ე წუთზე 2-4 მარცხდებოდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 22 იან 2021, 00:12

    და 21 იანვარს დავიბადე მე. 🤗

  • C.PC5
    schedule 21 იან 2021, 11:17

    ბეტისთან თამაში კი მახსოვს, დანარჩენის რა მოგახსენოთ.

  • BEQA BARCA
    schedule 21 იან 2021, 11:09

    ზუსტად 2018 წლის მერე აღარ მოგვიგია დიდი ანგარიშით მითუმეტეს 1ტაიმში. 😔😔😔

  • ბასქუ10
    schedule 21 იან 2021, 10:57

    ახლა 5 გოლს ორივე ტაიმში ვეღა ვიტანთ, რაარის რა უბედურებაა, ვინ დათარსა ეს კლუბი ასე