ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 იანვარს მოხდა.

თამაშები

3 იანვარს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს და 3 წააგეს.

1915 წელი

კატალონიისა და ბასკეთის ნაკრებების პირველი თამაში, რომელიც ჩაიწერეს. “სან მამესზე” გამართული შეხვედრა მასპინძელმა ბასკებმა ანგარიშით 6-1 მოიგეს.

1933 წელი

ჟოზეპ სამიტიერი (სურათზე) “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” გადავიდა. 13 წლის განმავლობაში მან “ბარსელონას” მაისურით 360 თამაში ჩაატარა და 184 გოლი გაიტანა.

1980 წელი

“ბარსელონამ” შეიძინა ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო დინამიტე, რომელმაც გუნდში 8 თამაშში 2 გოლი გაიტანა და მალევე “ვასკო და გამაში” დაბრუნდა.

1989 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ჟორდი მასიპი, რომელმაც კატალონიელთა პირველ გუნდში 4 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.

1999 წელი

“ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ალავესი” 7-1 გაანადგურა. გოლები რივალდომ (2), ლუის ენრიკემ (2), ოსკარმა (2) და ფიგუმ გაიტანეს.

2002 წელი

დაიბადა ნიკო გონსალესი.

2021 წელი

ლიონელ მესიმ ლა ლიგაში მე-500 თამაში ჩაატარა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 იან 2022, 02:14

    კაი რუბრიკაა ზოგადად მაგრამ ვერ გავიგე, ეს რუბრიკა ხომ წინა წლის 1 იანვარს დაიწყო და იმეორებთ სტატიებს თუ გამოტოვებული იყო დღეები?

  • BEQA BARCA
    schedule 03 იან 2021, 10:42

    ციტატა: ბასქუ10
    იმედიაბროგორც ბოლო ფაქტი დაფიქსირდა დღესაც იგივე ან უფრო კარგი ანგარიშით მოვიგებთ


    ეგ ძაან ნაგარი იქნება… მარა 2-1 ან 3-1 მაინც კაი იქნება

  • ბასქუ10
    schedule 03 იან 2021, 09:10

    იმედიაბროგორც ბოლო ფაქტი დაფიქსირდა დღესაც იგივე ან უფრო კარგი ანგარიშით მოვიგებთ