ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც პირველ იანვარს მოხდა.

თამაშები

პირველ იანვარს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1884 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე კირანტე, რომელმაც 1901-1909 და 1910-1912 წლებში “ბარსელონაში” 40 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 1906-1908 წლებში კირანტე “რეალ მადრიდში” იყო განათხოვრებული. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც “ბარსელონაშიც” ითამაშა და “რეალ მადრიდშიც”.

1902 წელი

“ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონატში “უნივერსიტარი” 8-0 გაანადგურა. გოლები გამპერმა (3), სტეინბერგმა (3) და გარსიამ (2) გაიტანეს.

1903 წელი

“ბარსელონამ” ამხანაგურ მატჩში “კატალონია” 16-0 გაანადგურა. გოლები გამპერმა (8), სტეინბერგმა (5) და ოსომ (2) გაიტანეს.

1913 წელი

ედელმირა კალვეტო “ბარსელონას” წევრი პირველი ქალი გახდა.

1933 წელი

“ლეს კორტსზე” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირება გაიმართა. მასპინძლები ანხელ აროკამ დააწინაურა, მადრიდელებმა კი ანგარიში ლუის რეხეიროს გოლით გაათანაბრეს. თამაში 1-1 დასრულდა.

1972 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლილიან ტურამი. ფრანგმა მცველმა, 2006-2008 წლებში, კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 58 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2006 წელს მან ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1978 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლაე სიმატოცი. ბელგიელმა ნახევარმცველმა, 1950-52 წლებში, კატალონიური გუნდის მაისურით ლა ლიგაში 34 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მან ერთხელ ლა ლიგა (1952) და 2-ჯერ ესპანეთის თასი (1951, 1952) მოიგო.

2014 წელი

90 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჟოზეპ სეგერი, ლეგენდარული “5 თასის გუნდის” წევრი. კატალონიურ გუნდში მან 5 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი (ევა დუარტეს თასი) და 2 ლათინური თასი მოიგო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 01 იან 2021, 13:40

    ნამდვილად ყველაფერი არავინ არ იცის რაც უფრო მეტს გავიგებთ მითუფრო კარგია

  • LUIS-SUAREZ
    schedule 01 იან 2021, 13:12

    კარგი პროექტი წამოიწყეთ ამ რუბრიკით.არის ბევრი რამ რაც ბარსელონაზე არ ვიცი და ეს რუბრიკა როგორც მე ისე ბევრს მისცემს იმის საშუალებას რომ მეტი გავიგოთ ჩვენი საყვარელი კლუბის შესახებ.

    აქვე გილოცავთ ახალ წელს.გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მეგობრებო თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად 🙂