workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “არგენტინა ჩემპიონობისთვის იბრძვის”

მესი: “არგენტინა ჩემპიონობისთვის იბრძვის”

 სანამ ეს ინტერვიუ ჩაიწერებოდა, უამრავი ღონისძიება გადატრდა: დაცვამ საგულდაგულოდ შეამოწმა ოთახი, დააყენეს ფარული კამერები, შეიტანეს კომფორტული სავარძელი და რამდენიმე ლამპა. მყუდრო გარემო შეიქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო შესვლა ლიონელ მესიმ “SPORT”-ის რეპორტიორ, ანდრეს ვენტურასთან ერთად. საკმარისია მას დაენახა ეს მყუდროება და ნაცნობი გაზეთი, რომ მაშინვე მორცხვობა სადღაც გაქრა და მისი ადგილი ცნობისმოყვარეობამ დაიკავა. მესი ნაცნობ გარემოში აღმოჩნდა. საკმარისი იყო დაგვენახა მისი სახე, რომ მაშინვე მივხვდებოდით, თუ როგორ უხაროდა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება.
 ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ცვლილებას ყველანი ველოდით. იმედი გვქონდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, სულ სხვა ლეოს ვიხილავდით. მადლობა ღმერთს, ასეც მოხდა.

 საქმის კურსში ხარ, თუ რა ხდება დღეს “ბარსელონაში”?
 მე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს ვადევნებ თვალყურს, ჩემი გული დღეს მხოლოდ აქ არის. თუმცა, გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორიცაა მაგალითად არჩევნები.

 რას ფიქრობ ხუან ლაპორტას შესახებ, რომელიც 30 ივნისს დატოვებს პრეზიდენტობის პოსტს?
 ლაპორტას ხელმძღვანელობასთან პრობლემები არასდროს არ მქონია. ისინი ყურადღებას მაქცევდნენ, როგორც შეეძლოთ და მხარში მედგნენ მუდმივად. მათ მიმართ პრეტენზიები არასოდეს მქონია. მე და ჩემი ოჯახი ლაპორტასთან ურთიერთობაში ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდით თავს.

 გაქვს თუ არა რაიმე შეხედულება სანდრო როსელიზე?
 მე ვიცნობ სანდროს. ის ხუან ლაპორტასთან ერთად მოვიდა კლუბის სათავეში. ნაწილობრივ მას უნდა ვუმადლოდე, დღეს რომ “ბარსელონას” ფეხბურთლი ვარ.

 როდესაც სპორტულ გაზეთებს კითხულობ, ემოციები არ გეუფლება სესკ ფაბრეგასის შესაძლო “ბარსაში” გადმოსვლის გამო? ეს ტრანსფერი ხომ ასე ახლოსაა…
 ძალიან მინდა სესკთან ერთად თამაში, რადგან კარგად ვიცნობ. თავის დროზე, ბევრი რამ ერთად გადაგვხდა თავს. “ბარსა ატლეტიკში” ერთად ვთამაშობდით მე, სესკი და პიკე. ძალიან გამიხარდება, თუ კიდევ მოგვიწევს ერთად გამოსვლა მინდორზე. ესეთი რამ უკვე მოხდა, როდესაც ორი წლის წინ ხერარდი დაბრუნდა “მანჩესტერიდან”.

 რაიმე შეტყობინებებს ხომ არ უგზავნი, მაგალითად, “სესკ, წამოდი ახლავე”, ან რაიმე ასეთს?
 არა(იცინის), მაგრამ ვსაუბრობთ ხოლმე ტელეფონით. ხანდახან “იმეილითაც” ვეკონტაქტებით ერთამანეთს. მას სურს, რომ გადმოვიდეს “ბარსელონაში” და ჩვენც მოუთმენლად ველით მას. იმედი მაქვს, ეს ტრანსფერი წარმატებით დასრულდება.

 წარმოიდგენდი თუ არა რომ თქვენი კარიერა ერთად გაგრძელდეს კატალონიაში?
 ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ სამივეს მოგვეცემოდა ასეთი შანსი, გვეთამაშა “ბარსელონაში”, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფაბრეგასი და პიკე წავიდნენ. ერთად თამაში ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა იქნება იმათთვის, ვისაც პატარაობაში ჩვენი ერთად ყოფნა ახსოვს.

 სხვათა შორის, უკვე გყავს ერთი ახალი თანაგუნდელი “ნოუ კამპზე”.
 მე ვიცნობ დავიდ ვილას. ეს არის ფორვარდი, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს კლუბს. ის მოძრავია და ჩვენთან ერთად ბევრი საგოლე მომენტები შეექმნება. ის უამრავ გოლს გაიტანს. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი სტილი მასზე ზედგამოჭრილია და ასევე პირიქით.

 ამის ფონზე, ზლატან იბრაგიმოვიჩის მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება…
 მე მუდამ ვამბობ, რომ მსურს ჩემი თანაგუნდელების კარიერა მხოლოდ წარმატებით განვითარდეს. ამისთვის საჭიროა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც სწორად მიიჩნევენ. მე ვაფასებს ნებისმიერ ფეხბურთელს და ვიცი, რომ ჩვენს კლუბში გამოუსადეგარი მოთამაშე არ არსებობს. ჩვენ უდიდესი გუნდი შევქმენით და ასევე უნდა განვაგრძოთ.

 ალბათ გაკლია ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, გაბი მილიტო და არა მხოლოდ შენ, არამედ არგენტინის ნაკრებსაც…
 გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნებაა, ფენომენალური, კარგი მეგობარი და მუდმივად მსურს მის გვერდით თამაში. კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ აქიდან და ვიცით, რომ მის ცხოვრბეაში ყველაფერი კარგად იქნება.

 რისთვის იბრძვის არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე?
 ჩემპიონობისთვის. ეს ჩემი და ჩემი ქვეყნის უდიდესი სურვილია. ჩვენ დიდი მიზნები და გრძნობები გვამოძრავებს.

 

წყარო: www.sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward