workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი ბუსკეტსზე საუბრობს

ვენგერი ბუსკეტსზე საუბრობს

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომლის გუნდმაც გუშინ საოცარი გამარჯვება მოიპოვა “ნიუკასლის” წინააღმდეგ, ისაუბრა კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსზე.

 

“იგი ძალიან საზრიანი ფეხბურთელია და იცის როგორ დაეხმაროს თავის გუნდს. ასევე სერხიო ტაქტიკურადაც ძლიერია და შეუძლია ისეთი გადაცემების განხორციელება, რომელიც ორმაგად აასწრაფებს თამაშს. ამის მიუხედავად მას უარყოფითიც ბევრი აქვს, რადგან შეუძლია მსაჯს აიძულოს მოწინააღმდეგისთვის რაიმე სახის ბარათის ჩვენება. ბუსკეტსი ისე იქცევა ხოლმე, თითქოს მას მიაყენეს ზიანი, არადა პირიქით, თავად ურტყამს მეტოქეს. მოკლედ რომ ვთქვა, ესპანელ ნახევარმცველს აქვს ყველანაირი მორალური ნაკლოვანებები, რომლებიც ფეხბურთელს სჭირდება. მისი ინტელექტი ძლიერ ეხმარება მის გუნდს.” –განაცხადა ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward