სამხრეთ კორეის მთავარმა მწვრთნელმა, ხუ იანგ მუმ ისაუბრა არგენტინასთან მატჩის წინ და განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა ლეო მესის შესაჩერებლად. იტყობინება Marca. კორეეელი სპეციალისტის აზრით მის გუნდს შესწევს, იმის ძალა, რომ გაანეიტრალოს არგენტინელთა ლიდერი: “მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან მის გასანეიტრალებლად. შეიძლება იმის თქმაც, რომ არგენტინის ნაკრები, მხოლოდ მესი არ არის. ამ გუნდის შემადგენლობაში კიდევ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს,” განაცხადა კორეელთა მწვრთნელმა.
წყარო:barca.ru