workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: ”მესის ზღვარი არ აქვს”

ბართომეუ: ”მესის ზღვარი არ აქვს”

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ აღფრთივანებული იყო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდის თამაშით.

”გუნდმა რაღაც არარეალური აჩვენა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც თამაშით, ასევე შედეგით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდი 1/4 ფინალში გავიდა”.

ბართომეუმ ასევე ისაუბრა ლეო მესის შესახებ, რომელმაც 5-ჯერ დალაშქრა ლევერკუზენის ”ბაიერის” კარები. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე სესარის რეკორდზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც ”ბარსაში” ასპარეზობის დროს 235 გოლი გაიტანა. მესის ამ მაჩვენებლამდე მხოლოდ 7 ზუსტი დარტყმა აშორებს.

”ყოველი გოლის შემდეგ მესი აუხლოვდება რეკორდს. ის უკვე წერს ისტორიას და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მესის ზღვარი არა აქვს” – განაცხადა ბართომეუმ.

გუშინდელ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, ალეხანდრო საბელია, რომელსაც ბართომეუმ ხუმრობით უთხრა: ”მესიმ დაამტკიცა, რომ არგენტინის ნაკრებში გამოძახების ღირსია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward