მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პერინი: “ლაპორტას დროს ფინალი “ბერნაბეუზე” ჩატარდებოდა”

პერინი: “ლაპორტას დროს ფინალი “ბერნაბეუზე” ჩატარდებოდა”

“ბარსელონას” ექს-ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, ალბერტ პერინმა გააკრიტიკა კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა.

 

პერინის სიტყვები ეხებოდა ესპანეთის თასის ფინალის ჩატარების ადგილს. “ბარსელონასა” და “ბილბაოს “ატლეტიკს”, ორ ფინალისტ გუნდს, თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” სურდათ, თუმცა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა, რომ დაეთმო საკუთარი მოედანი ამ ღონისძიებისთვის და ამის მიზეზად დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დაასახელა. ცოტა თუ უჯერებს დედაქალაქელთა ოფიციალურ განცხადებას. ესპანური პრესის ცნობით, “თეთრებს” არ სურდათ, რომ კატალონიელებს შესაძლო გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზე” ეზეიმათ.

 

“”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტის, ტონი ფრეიშას განცხადებები ამ საკითხთან მიმართებაში, იყო საკმაოდ პათეტიური, თუმცა საქმე ისაა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც მხოლოდ პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. როცა არ ასრულებ შენს მოვალეობებს სათანადოდ, ამას მოჰყვება სათანადო შედეგები. “ბარსელონამ” არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულიყო. გარდა ამისა, ყველას მოეხსენება ფლორენტინო პერესისა და სანდრო როსელის მეგობრობაზე. “ბარსას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა რომ ყოფილიყო, მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართებოდა.” – განაცხადა პერინმა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალი მადრიდში, “ვისენტე კალდერონეზე” 25 მაისს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში