“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ, საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ მისთვის უდიდესი პატივია ისეთი ფეხბურთელი მხარ და მხარ თამაში, როგორიც ლიონელ მესია. აგუერომ ასევე გულითადად მიულოცა ლეოს პირველი ჰეთ–თრიკი არგენტინის ნაკრებში.
“მესი? გუშინ ვამბობდი, რომ მასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი ოცნება იყო, მაგრამ ახლა, როცა ერთად ვითამაშეთ და ერთგვარი შოუ დავდგით, ორმაგად კმაყოფილი და გახარებული ვარ. ლეო უბრალოდ გასაოცარია. მთელი გულით ვულოცავ პირველ ჰეთ–თრიკს ნაკრებში.” –დაწერა სერხიომ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
შეხსენება რაღა საჭიროა, არგენტინის ნაკრები გუშინ შვეიცარიას ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის ანგარიშზეა.