workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ბიელსა მოსწონს

მესის ბიელსა მოსწონს

ლეო მესიმ მიანიშნა, რომ მარსელო ბიელსა არ იქნება პეპ გვარდიოლას ცუდი შემცვლელი, თუკი კატალონიელი სპეციალისტი არ დარჩება ”ბარსელონაში”.

არგენტინელს არ სურს, რომ გვარდიოლამ გუნდი დატოვოს, თუმცა მისი წასვლის შემთხვევაში წინააღმდეგი არ იქნება, თუკი ”ბარსას” მარსელო ბიელსა ჩაიბარებს.

”მე არ ვიცი რაზე ფიქრობს გვარდიოლა. ყველანი მის გადაწყვეტილებას ველით. იმედი მაქვს, რომ ის გუნდში დარჩება. ბიელსა შესანიშნავი მწვრთნელია. მისი უნარი გუნდის შექმნის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს მწვრთნელი მომწონდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ის და გვარდიოლა ტაქიკურად ძალიან მსგავსები არიან” – განაცხადა მესიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward