workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეშლი კოული ”ბარსაში”?

ეშლი კოული ”ბარსაში”?

ლონდონის ”ჩელსის” ფეხბურთელი ეშლი კოული სავარაუდოდ ზაფხულში შესაძლოა ”ბარსას” რიგებში ვიხილოთ – იუწყება ბრიტანული მედია. ””ლურჯები”” ზაფხულში მის გაშვებას აპირებენ. მათი ინფორმაციით, ფეხბურთელს უთანხმოება აქვს გუნდის თავკაცთან.

 

31 წლის ფეხბურთელს სათამაშო დრო აღარ ეძლევა გუნდში. იგი ”ნაპოლისთან” შეხვედრაში გამოჩნდა, სადაც მწვრთნელი იძულებული იყო შეეყვანა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი ლონდონის ”ჩელსიმ” 3-1 წააგო. გუნდთან ფეხბურთელს ხელშეკრულება 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. 

 

ბრიტანული მედიის აზრით, ფეხბურთელით ასევე ”ინტერიც” არის დაინტერესებული, მაგრამ ამჟამად ”ბარსა” საუკეთესო ვარიანტია მათთვის. ”ბარსას” გარდა ფეხბურთელი შესაძლოა მადრიდში ან მილანის ”ინტერში” მოხვდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში