workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იტალიური ჯილდო ჩავი ერნანდესს

იტალიური ჯილდო ჩავი ერნანდესს

“ბარსელონას” ნახევარმცველს Bulgarello Número 8-ს ჯილდო გადასცეს. ჯილდო იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ, FIFPro-ს მხარდაჭერით იქნა გაცემული.

 

ჩავი ერნანდესმა კიდევ ერთი აღიარება მიიღო საფეხბურთო სამყაროდან. “ბარსას” შუახაზის მაესტრომ Premio Bulgarelli Número 8-ს პირველი ჯილდო მიიღო. ჩავის კონკურენციას დანიელე დე როსი (“რომა”) და ბასტიან შვაინშტაიგერი (მიუხენის “ბაიერნი”) უწევდნენ.

 

დაჯილდოვების ცერემონიალს უამრავი ცნობადი ათლეტი ესწრებოდა და ის ბოლონიაში, “პალაციო აკურსიოში” გაიმართა. მიუხედავად ამისა, ასოციაცია Bulgarelli-ს პრეზიდენტმა ლუიჯი კოლომბომ, იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომასიმ და გენერალურმა მდივანმა ჯიანი გრაზიოლიმ ჩავის ჯილდო “სიუტატ ესპორტივას” სავარჯიშო ბაზაზე გადასცეს.

 

ჟიურის კაპელო ხელმძღვანელობდა

ფინალისტების შერჩევა მოახდინა ჟიურიმ, რომელსაც ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფაბიო კაპელო ხელმძღვანელობდა. ჟიურიში ასევე შედიოდნენ ექს-ფეხბურთელები ლუის სუარესი, ჯიანი რივერა, ჯიოვანი ტრაპატონი, სანდრო მაცალო, ხოსე ალტაფინი, სერხიო კამპანა, სესარ პრანდელი, დამიანო ტომასი და ლუიჯი კოლომბო, ასევე იტალიური და არამარტო იტალიური ყოველდღიური სპორტული გამოცემების ჟურნალისტები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward