workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენიტესი: ”რეალი” ლა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტია”

ბენიტესი: ”რეალი” ლა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტია”

 

”ვალენსიის” და ”ლივერპულის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი ფიქრობს, რომ მადრიდის ”რეალი” ლა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტია – იტყობინება ესპანური პრესა.

 

ასევე ბენიტესი შეეხო 7 ქულიან უპირატესობას, რომელსაც ”რეალი” ფლობს.

 

“მე ვფიქრობ, რომ ”რეალი” მთავარი პრეტენდენტია ლა ლიგის მოგების. გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს და ასევე საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. წინ კიდევ ბევრი ტურია, ასე რომ ვითარება შეიძლება ყოველ წამს შეიცვალოს, თუმცა არამგონია ეს მოხდეს. ”ბარსა” ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. შეიძლება იგივე ითქვას მადრიდულ კლუბზე” – დაასრულა ბენიტესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward