workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალენია, შესაძლოა, “ნიუკასლში” გადავიდეს

ალენია, შესაძლოა, “ნიუკასლში” გადავიდეს

The Sun-ის ინფორმაციით, “ნიუკასლის” მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის წევრით, კარლეს ალენიათი პირადად ინტერესდება. ესპანელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

2016/17 წლების სეზონში, სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს შორის, ყველაზე მეტი სათამაშო პრაქტიკა კარლეს ალენიამ მიიღო, რომელმაც სამეფო თასის 1/8 ფინალში “ერკულესის” კარი შორეული დარტყმით აიღო.

წყაროს თანახმად, ბენიტესმა სკაუტებს ალენიაზე დაკვირვება დაავალა. კარლესი ინგლისურ გუნდში, შესაძლოა, არენდის წესით გადაბარგდეს. როგორც იცით, “ნიუკასლი” პრემიერ ლიგას დაუბრუნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward