”ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი და მეკარე, ხოსე მანუელ პინტო გუნდის ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ივნისში ეწურებათ. მეკარესთან კონტრაქტი როგორც წესი 1 წლით გახანგრძლივდა, კაპიტანს კი ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ხელი არ მოუწერია.
ასევე 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი ერიკ აბიდალს, თუმცა მისი ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელი იქნება 2015 წლამდე. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდე შეხვედრას გამართავს ერიკი გუნდში.
დღეს ალბათ არავის წარმოუდგენია ”ბარსელონა” კარლეს პუიოლი გარეშე, თუმცა მისი მომავალი არცთუ ისე გარკვეულია. ერთის მხრივ პუიოლი თავს გვარდიოლას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად თვლის, მეორეს მხრივ კი არასდროს დაუმალავს სურვილი ოდესმე გამოსცადოს საკუთარი ძალები იტალიის ”სერია ა”-ში.
13 აპრილს კაპიტანს 34 წელი უსრულდება, მაგრამ საკუთარი თამაშით მან მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა. ბოლო წლებში პუიოლს ხშირად უწევდა ტრავმებთან ბრძოლა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მან შეძლო საუკეთესო ფორმის აღდგენა და ახლა კატალონიური გუნდის დაცვა მის მხრებზეა დამოკიდებული. როგორც ”ვალენსიასთან” მატჩმა გვანახა კაპიტანს შეტევაშიც ძალიან ეფექტურად შეუძლია თამაში.
ჩავი და პუიოლი – ყველაზე გამოცდილები
ჩავი და პუიოლი ”ბარსას” ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მათ შორის ჩავი იყო პირველი, რომელმაც ”ბარსას” ძირითად გუნდში ითამაშა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2016 წელს იწურება, ამიტომაც ულშემატკივრებს შეუძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნონ მაესტროს მომავალზე. ჩავი ყოველ მატჩში აუმჯობესებს კლუბის რეკორდს ჩატარებული მატჩების რაოდენობით. 5 იანვარას მან 550-ე მატჩი ჩაატარა ”ბლაუგრანას” ფორმით და გაუსწრო რეკორდსმენ მიგელს (549).
”ბარსას” საფეხბურთო სკოლაში ჩავი 1991 წელს აღმოჩნდა და მთელი საფეხბურთო კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული. გუნდთან ერთად მან 18 ტიტული მოიგო და გუნდის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელად ითვლება.
რაც შეეხებათ ”ბარსას” წამყვან ფეხბურთელებს, მათი კონტრაქტები ასე გამოიყურება: ვალდესი (2014), პიკე (2015), ინიესტა (2015), სესკი (2016), მესი (2016) და ჩავი (2016).