აბიდალი: “მექსიკასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძლოთ”

აბიდალი: “მექსიკასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძლოთ”

კატალონიის “ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა, განაცხადა რომ მისმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს მექსიკა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში.

“მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში, ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ მექსიკის ნაკრები. 2006 წელსაც ყველაფერი ასე დაიწყო: პირველი მატჩი, შვეიცარიის წინააღმდეგ ნულოვანი ფრით დავასრულეთ, ხოლო შემდეგ ვერავინ ვეღარ გვაჩერებდა და მოგებას მოგება მოჰყვებოდა.” ციტირებს აბიდალის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.

წყარო: sports.ru 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი