ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია
პეპ გვარდიოლა ძალიან გახარებული იყო იმისა გამო, რომ მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ იმარჯვა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. კატალონიელმა სპეციალისტმა არ ისაუბრა მოურინიოზე და განაცხადა, რომ წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო: “ყველაფერი “კამპ ნოუზე” გადაწყდება, ჩვენი მეტოქე მადრიდის “რეალია”. არანაირად არ ვთვლით, რომ გასულები ვართ მომდევნო ეტაპზე. მათ შეუძლიათ გამარჯვება, ამიტომაც კარგად უნდა მოვემზადოთ. მეტოქეს ძალუძს დადებითი შედეგის ჩვენება და არაფერია გამორიცხული განმეორებით შეხვედრაში”.
“კარგი თამაში ვაჩვენებთ და გოლებიც გავიტანეთ”
მწვრთნელის თქმით, “ბერნაბეუზე” თამაშის უამრავ რამეს მოითხოვს: “ჩვენ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩავატარეთ მადრიდში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პირელ შეხვედრაში პოზიტიური რეზულტატი დავაფიქსირეთ ტაბლოზე. მატჩს ვაკონტროლებდით და ბრწყინვალედ შევძელით რეაბილიტაცია კრისტიანოს შთამბეჭდავი გოლის შემდეგ. მჯერა, რომ შესანიშნავად ვიასპარეზეთ, რადგან მეტოქე “ლოს ბლანკოსი” იყო. საგოლე მომენტებიც არ გაგვინიავებია”.
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ იგი ცოტა არ იყოს და გაკვირვებულია იმით, რომ შვიდ შეხვედრაში არ დამარცხდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”: “ასეთ დროს ყოველთვის ფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება. ასეთი შედეგი უბრალოდ არანორმალურია, როდესაც საუბარია ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე. ფეხბურთელებს შესანიშნავად ესმით ეს ყველაფერი და დისციპლინირებულად ასპარეზობენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ტელევიხორიდან ადევნებდა თვალყურს ამ შეხვედრას, ნასიამოვნები დარჩა. სწორ გზას ვადგავართ და სახლში დამშვიდებულები გავემგზავრებით, რადგანაც ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც საუკეთესოდ გამოგვდის. განმეორებით შეხვედრამდე შევისწავლით გუშინ დაშვებულ შეცდომებს და აუცილებლად გამოვასწორებთ. წინ კიდევ 90 წუთია და კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა დავიმსახუროთ 1/2 ფინალის საგზური”.
ბურთის კონტროლი
მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ შეაქო პინტო და მას უწოდა შესანიშნავი კიპერი, რომელსაც ბოლომდე ენდობა, ისაუბრა ბურთის კონროლზე: “თამაშის ისეთი სქემა გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა უამრავი საგოლე მომენტის შექმნას. ძალიან დიდი ხანი ვაკონტროლებდით ბურთს. ვიცოდით, რომ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, რადგან შეხვედრა ისე მიდიოდა აუცილებლად რაღაც გარდამტხეი უნდა მომხდარიყო და ჩვენს ბრწყინვალენი აღვმოჩნდით დამაგვირგვინებელ ფაზაში”.
“ალექსისმა ჩემი გული დაიპყრო”
გვარდიოლამ ქება და დიდება არ დააკლო პრეს-კონფერენციაზე ალექსის სანჩესს: “მსურს პირადად ალექსის სანჩესს მივულოცო ეს ბრწინვალე გამარჯვება, რადგანაც შეუდარებელი იყო ჩილელი. სანჩესმა ჩემი გული დაიპყრო. ის ძალიან ახალგაზრდა გადმობარგდა კატალონიაში და უდიდესი იმედებით უყურებს მომავალს. ძალიან ბევრს შრომობს და გოლებსაც იტანს, ჩილელი შეყვარებულია ფეხბურთზე. ის ასევე ძალიან თავმდაბალია. ყოველთვის მჯეროდა, რომ “ბარსელონამ” ექსტრაორდინალური ტრანსფერი განახორციელა. ალექსისს ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობები და როცა ამას გააკეთებს, მაშინ ბევრად ძლიერი იქნება”.
ჟოზე მოურინიოს პრეს-კონფერენცია
“1/2 ფინალში გასვლის შანსი გვაქვს, თუმცა ამოცანა გართულებულია. ვცდილობდით მატჩის სადავეები ჩვენ გვჭროდა და დავლოდებოდით მეტოქის შეცდომას, როცა ისინი გაათავისუფლებდნენ სივრცეებს, კონტრ-შეტევაზე გადავიდოდით. როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ, ვცდილობდით პირველი ტაიმი ასეც დაგვესრულებინა, რადგან მეტოქეს გართულებოდა მატჩში ჩართვა. მაგრამ ვერ მოვახერხეთ გოლების გატანა”.
“ნამდვილად არ მოველოდით გოლის გაშვებას მეორე ნახევრის განახლებიდან სამ წუთში. გვსურდა ანგარიში შეგვენარჩუნებინა და არ დაგვეშვა შეცდომები, ისევე, როგორც პირველ ტაიმში. 1:0 ნამდვილად ცუდი შედეგი იქნებოდა კატალონიელთათვის და ამიტომაც მივეცით სივრცეები, რათა გახსნილიყვნენ და კონტრ-შეტევაზე დაგვეჭირა, თუმცა ამ დროს გავუშვით გოლი. გუნდს, რომელასც “ბარსელონას” დამარცხება სურს, ასე არ უნდა უშვებდეს გოლებს. გვეგონა, რომ ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა კონტრ-შეტევებისა. სწრაფმა გოლმა მეორე ტაიმში ჩვენ ფსიქოლოგიური დაღი დაგვასვა, მეტოქე კი მოძლიერდა და მეორე გოლიც გაიტანა”.
“პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს გუნდზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაგებთ. გამარჯვება ყველას გვეკუთვნის და ასეც მოვიქეცით “კოპა დელ რეის” მოგების შემდეგ, თუმცა წაგების პასუხისმგებლობა სრულად ჩემზეა. ყველაფერი კარგადაა, ასეთია ფეხბურთი”.
“ალტინტოპმა და კარვალიომ შესანიშნავად ითამაშეს. თურქი ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ბრწყინვალედ გაისარჯა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. რიკარდომაც ძალიან კარგად იასპარეზა. ორივემ დიდი ძალა დამანახა და გუნდს გაჭირდების ჟამს დაეხმარნენ. კარვალიოს შეეძლო ეთქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებდა, თუმცა ის გამოვიდა მოედანზე და ბოლომდე დაიხარჯა. მჯერა, რომ კრისტიანოსთან ერთად რიკიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო”.
“ახლა ვემზადებით “ბილბაოსთან” მატჩისთვის. სამეფო თასის ტურნირი ჩვენთვის მესამე პრიორიტეტული ჩემპიონატია. ამას ადრეც ვიძახდით და არაფერი შეცვლილა. ლა ლიგა კი მთავარია ჩვენთვის და სწორედ ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ “ატლეტიკთან”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=NGLjnEMMDSQ]



