workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალის” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“რეალის” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

კარიმ ბენზემა: “ჩვენი სათამაშო სქემა იყო 4-3-3 და პეპე ცენტრში ასპარეზობდა. ის შესანიშნავი იყო, თუმცა თავდამსხმელისთვის ძალიან რთულია ასე თამაში. მსხვერპლზე უნდა წახვიდე ასეთ დროს. პირველ ტაიმში “რეალმა” კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი რთულად წარიმართა. მეტოქე ფეხბურთელები ერთმანეთს გაუთავებელ პასებს უკეთებდნენ. საპასუხო შეხვედრაში ვეცდებით გამარჯვებას. “ბარსელონა” კარგი გუნდია, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია “რეალზეც”.

 

სერხიო რამოსი: “არავინ იფიქროს ის, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი. ჩვენი ამოცანა გართულდა, თუმცა მაქსიმუმს გავიღებთ განმეორებით მატჩში წარმატების მისაღწევად. გუნდის რეპუტაცია ჩვენთვის უმთავრესია. რაც შეეხება “ბლანკოსის” ასპარეზობას, ფეხბურთელები ვეჩვევით მოურინიოს სტილს. ეს ზოგჯერ მოქმედებს, ზოგჯერ – ვერა”.

 

იკერ კასილიასი: “პირველ ტაიმში მივიღეთ ის, რაც გვსურდა. უდიდესი როლი ითამაშა სტუმართა სწრაფად გატანილმა გოლმა მეორე ტაიმში. სამწუხაროა, რომ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გავუშვით ბურთი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ჩვენმა გუნდმა ვერ ანახა ის შემართება, რაც საჭირო იყო. “ბარსელონას” საკუთარი თამაშის სტილი აქვს და უნდა მივულოცოთ მათ ეს გამარჯვება. ჩვენ მშვიდად ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ”.

 

რიკარდო კარვალიო: “პირველ ტაიმში მოვახერხეთ კარგად თამაში და ერთგოლიანი უპირატესობითაც დავტოვეთ მოედანი. რაც შეეხება ჩემს ძირითადში გამოჩენას, ყოველდღე უკეთ ვგრძნობდი თავს და მზად ვიყავი ამისთვის. პეპე არასდროს თამაშობს უხეშად (ამაზე კომენტარი თქვენთვის მომინდია ავტ.) რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული თამაშია “კლასიკო”, უამრავი ჯარიმა იდება შეხვედრის მიმდინარეობისას, მაგრამ კლეპერი ყოველთვის ბურთზე თამაშობს და არა – ფეხზე. 1/2 ფინალისტის ვინაობა ჯერ კიდევ არ გარკვეულა, მიუხედავად იმისა, რომ ამოცანა გართულდა”.

 

ხოსე მარია გუტიერესი (გუტი): “თუ რუნი ცდილობს წმინდანის სტატუსის დაუფლებას, დაე ზეცაში გაემგზავროს და იქ ილოცოს. სასაცილოა უეინის ასეთი სიტყვები. ცაში უამრავი წმინდანია, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ, თუმცა რუნი ასეთი არაა.”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში