workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

“აქამდე რა ხდებოდა მნიშვნელობა არ აქვს”. სწორედ ასე უპასუხა გვარდიოლამ ჟურნალისტებს, რომელთაც ჰკითხეს არის თუ არა “ბარსელონა” ფავორიტი სათასო შეხვედრაში ბოლო მატჩებიდან გამომდინარე. დღევანდელი შერკინება იქნება მეცამეტე “ბარსას” თავკაცისთვის მას შემდეგ, რაც იგი მწვრთნელად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელმა 8 შემთხვევაში დაამარცხა “ლოს ბლანკოსი”, 3-ჯერ ფრე გააგორა და ერთადერთხელ დამარცხდა. პეპს არ სურს იფიქროს ძველ “კლასიკოებზე”, მისი თქმით, “ჩვენ სრულიად ახალ მატჩში ვიღებთ მონაწილეობას. მადრიდელები არიან ყველაზე ძლიერი მეტოქეები მათ შორის, ვისაც კი შეიძლება გადავეყაროთ. ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს”.

 

გვარდიოლამ გაიმეორა ჩავის სიტყვები, რომ “ბარსელონა” ფრისთვის არ ჩადის მადრიდში, მიუხედავად იმისა, რომ 1/4 ფინალში მხოლოდ 180 წუთში გადაწყდება 1/2 ფინალისტის ვინაობა. “დროს ტყუილად დაკარგავ თუ მადრიდში ჩახვალ ფრის სათამაშოდ და საკუთარი კარის დასაცავად, რადგან ფეხბურთში უცვლელი წესებია, მეტოქე აუცილებლად მოგიგებს ასეთ შემთხვევაში. ერთადერთი გზა იმისა, რომ წარმატებას მიაღწიო “ბერნაბეუზე” საჭიროა იდეაფიქსად გექცეს ამ მატჩში გამარჯვება. თუ 1/2 ფინალისტვის ვინაობის გარკვევისთვის განმეორებითი შეხვედრის იმედზე ვიქნებით, აუცილებლად დავმარცხდებით”.

 

“ბარსას” კარს პინტო დაიცავს

 

გვარდიოლამ დაადასტურა, რომ “ბარსელონას” კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს ჩვეულებისამებრ. მისი თქმით, გამონაკლისი არც “კლასიკო” იქნება: “ვაპირებ, რომ ძირითად შემადგენლობაში დავაყენო პინტო, იგი ამას იმსახურებს, რადგან შესანიშნავი მეკარეა. ჩემი მხრიდან უნდობლობა და ღალატი იქნება, თუ ხოსეს არ მივცემ ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლებას. მასში ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ზის, არ მესმის მათი, ვისაც ეჭვი ეპარება პინტოში”.

 

აბიდალმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

მწვრთნელი ძალიან გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ აბიდალმა კონტრაქტი გაახანგრძლივა: “ეს დიდებული ამბავია. ისეთი ფეხბურთელის პოვნა ბაზარზე, როგორიც ერიკია, ძალიან რთულია. ყველამ იცით რასაც ვფიქრობ აბიდალზე. იგი ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე და ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი გუნდში ყოფნით ჩვენ გვაქვს უამრავი ვარიაციის საშუალება”.

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward